კეთილი იყოს თქვენი მობრძანება...

Friday, January 29, 2010

გლობალური დათბობა-მსოფლიო პრობლემა






გლობალური დათბობის საშიშროება უკვე მრავალი წელია მსოფლიო განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემაა. რა არის ამ პრობლემის მიზეზი?

არსებობს გაზები, რომლებსაც სათბურის გაზებს უწოდებენ: ნახშიროჟანგი, მეთანი და აზოტის ქვეჟანგი. არსებობს სხვა ქვეჟანგებიც, თუმცა ეს სამი გაზი მეტად მნიშვნელოვანია. ისინი ატმოსფეროში არიან განლაგებული და მზის სხივებს ატარებენ დედამიწაში, აი, სხივებს, რომლებიც უკან კოსმოსში უნდა გაიტყორცნოს, ატმოსფეროს გარსი აღარ უშვებს და ამის მეშვეობით ხდება დათბობის მომატება.

დათბობის მომატების საშიშროება არსებობს, რადგან დროდადრო დედამიწა განაგრძობს დათბობას, ამით შეშფოთებულია მთელი მსოფლიოც. სადგურის გაზების მომატება თუ გაიზრდება და, მით უფრო, მოხდება გაზების ატმოსფეროში დამუხრუჭება, ანუ დედამიწაზე მოხდება მისი შემობრუნება, ამით მოიმატებს გლობალური დათბობის საშიშროება.
იმ ქვეყნებში, სადაც უფრო მაღალია წიაღისეული საწვავის მოპოვება და მისი გადამუშავება, მით უფრო მეტია დათბობის მომატების საშიშროება. თითქმის მთელი მსოფლიო ცდილობს წიაღისეულის მოპოვებას. საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით და ვცდილობთ, ნაკლებად დავწვათ ბუნებრივი გაზი, თბოსადგურებში გამოვიმუშაოთ ელექტროენერგია. არის ქვეყნები, რომლებმაც ამოწურეს ჰიდროენერგეტიკული რესურსი და ძირითადად აქცენტი გადატანილი აქვთ ნახშირზე და აირზე, ეს ყველაფერი კი გაზების მომატებას უწყობს ხელს.
გლობალური დათბობის დაწყება გამოიწვევს ნებისმიერი სხეულის გაფართოებას. გაფართოება ზღვის დონის აწევას იწვევს, მეორე საშიშროებას წარმოადგენს მყინვარების დნობა, ზვავსაშიშროებები და წყალდიდობები. შეიძლება შემდგომში შეიქმნას წყლის დეფიციტიც. საქართველო ზღვისპირა ქვეყანაა, მდიდარია ასევე მყინვარწვერებით, აქედან გამომდინარე, დათბობის მომატება საქართველოსთვისაც საშიშია.

მთელი მსოფლიოს ერთ–ერთ პრობლემას წარმოადგენს დათბობის საშიშროების მომატება. ნელ–ნელა ხდება ამ საკითხის განხილვა და ამ პრობლემის თავიდან აცილება. მეთოდი, ამ პრობლემის თავიდან აცილებისა, მდგომარეობს შემდგომში, რომ მოხდეს ნახშირორჟანგის მცირე წვა, აუცილებელია წყლისგან და ჰაერისგან მოპოვებული სუფთა ენერგიები გამოვიყენოთ. ასევე ტრანსპორტი შეიცვალოს, შეიძლება ბევრ ადამიანს სასაცილოდ მოეჩვენოს, თუმცა ველოსიპედით სიარული უცხოეთში მომრავლდა, რადგან ისინი უფრთხილდებიან საკუთარ ქვეყნას.

ბოლო პერიოდში შეინიშნება გვალვებისა და ტაიფუნების მომრავლება, იმატა წყალდიდობებმა, ეს, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება საქართველოს, გარკვეულწილად ეს საქართველოზეც აისახა, როცა დიდი სისტემა წონასწორობიდან გამოდის და დიდი სითბო რჩება დედამიწაზე, შემდეგ საკმაოდ რთულია ამ ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება.

სითბური ტალღების მომატება საკმაოდ საშიშია. 2003 წელს ევროპაში შეიმჩნეოდა საკმაოდ მაღალი დათბობა, ტემპერატურის მატებამ საკმაოდ დიდ საფეხურს მიაღწია, რამაც დიდი პრობლემები შეუქმნა ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს. ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც სითბურმა ტალღებმა მოიმატა, არ იყვნენ შეგუებულები ამ ტემპერატურას. თუ საქართველოში იქნება ეს ყველაფერი მოსალოდნელი, რომელიც სტატისტიკურად არცაა მოსალოდნელი, მერწმუნეთ, წინასწარ იქნება გაფთხილებული ყველა ადამიანი, თუმცა ამ ეტაპზე კლიმატის ცვლილებას სინოპტიკოსები არ ვარაუდობენ. საქართველოში კი, როგორც მახსოვს, 41 გრადუსზე მეტი არ ყოფილა.

აუცილებელია ამ ადამიანმა და არა მარტო ამ ადამიანმა დაიცვას შემდეგი წესები: დარჩნენ სახლში, მიიღონ სითხე და მოერიდონ ქუჩაში გასვლას, სასურველია თეთრი ფერის სამოსის ტარება, რადგან სხივებს ირეკლავს.

გლობალური დათბობის წინასწარ გამოთვლას და გამოანგარიშებას მათემატიკური გამოთვლებითა და საკმაოდ მძლავრი ტექნიკით ცდილობენ. თუ გაზების გამოყოფა ხშირი იქნება, ამ შემთხვევაში პრობლემა კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მივიდეს, ეს ყველაფერი გამოიწვევს ოკეანის 6 მეტრით აწევას. თქვენ წარმოიდგინეთ, რაც კი ოკეანისპირა და ზღვისპირა ქალაქებია, ფსკერზე აღმოჩნდება, ამ პრობლემით დაინტერესებულია მთელი მსოფლიო და ერთ–ერთი განხილვის საკითხს გლობალური დათბობის საშიშროება წარმოადგენს. თუ გლობალური დათბობა მოსალოდნელი იქნება, ამისათვის საჭირო ზომებიც იქნება წინასწარ გათვლილი და მიღებული.
კოპენჰაგენში წელს ჩატარდა მსოფლიო კონფერენცია თემაზე "გლობალური დათბობა", მაგრამ მან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.